მზად ვართ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს საჭირო დახმარება გავუწიოთ – მაკრონი

“მზად ვართ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს საჭირო დახმარება გავუწიოთ “- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მან შეშფოთება გამოთქვა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.

„რაც შეეხება ალექსეი ნავალნის, შეშფოთებულნი ვართ ამ სიტუაციის გამო. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს. გერმანიის კანცლერთან ერთად განვიხილეთ ეს თემა და მზად ვართ ალექსეი ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს საჭირო დახმარება გავუწიოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

დაჟინებით მოვითხოვთ, გაირკვეს სავარაუდო მოწამვლის გარემოებები – მერკელი ნავალნის მოწამვლაზე

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი და ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი  ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია. სავარაუდოდ ის მოწამლულია. ნავალნის პრესსპიკერის კირა იარმიშის განმარტებით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.