უკრაინის რადაში ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომდგენელი დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინა მზად არის, განიხილოს “არა-NATO მოდელები”, მაგალითად, ზოგიერთი სახელმწიფოსგან პირდაპირ გარანტიებს მიღების სანაცვლოდ.
“პასუხი, რასაც NATO-სგან ვიღებთ, არის ის, რომ ისინი მზადაც არ არიან, განიხილონ ჩვენი NATO-ში გაწევრიანება უახლოესი 5 ან 10 წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვიბრძოლებთ NATO-ს განაცხადისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ შედეგისთვის და არა პროცესისთვის.
მზად ვართ განვიხილოთ არა-NATO მოდელები. მაგალითად, შეიძლება პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებისგან, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, შეიძლება გერმანია და საფრანგეთიც. მზად ვართ, განვიხილოთ ასეთი საკითხები ფართო წრეში, სხვა პარტნიორებთანაც, არამარტო რუსეთთან ორმხრივ საუბრებში”, – თქვა არახამიამ Fox News-თან ინტერვიუში.