მზად ვართ განვიხილოთ, ღამის კლუბების დასახმარებლად რა შეიძლება გაკეთდეს – თურნავა

”მზად ვართ განვიხილოთ, ღამის კლუბების დასახმარებლად რა შეიძლება გაკეთდეს”-ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით კლუბები ერთ-ერთი ყველაზე რისკის მატარებელი სექტორია, სწორედ ამიტომ დარჩა კლუბებზე შეზღუდვები.

“ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ, ღამის კლუბები ერთ-ერთი რისკის მატარებელ ჯგუფად მიიჩნევა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა შესაძლებლობები არსებობს დახმარების, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია, რომელიც კოვიდისგან დაზარალდა, მაგრამ ყველაზე დიდხანს როგორც ჩანს, შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდა. მზად ვართ ჩვენ, კულტურის სამინისტროსთან ერთადა, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, შევხვდეთ, განვიხილოთ, რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ”,- თქვა ნათია თურნავამ.