მზად ვართ დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა – პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, ჯგუფმა ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა. დაჯგუფების ლიდერები ღიად აცხადებენ რომ ისინი პრორუსები არ იქნებიან რადგან პირდაპირ რუსეთთან ექნებათ დიალოგი.
“რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს, როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული: თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა”. – განაცხადა მახარაძემ.
ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის მოძალადე ჰომოფობიური დაჯგუფებების წაქეზებაში.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.