“მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს მთელი ტერიტორია!” – ამის შესახებ,ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twtter-ზე განცხადებას ავრცლეებს, რითიც პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურება.
“პოლონეთიდან წამოსული უახლესი ამბები შემაშფოთებელია. ჩვენ ახლო კონსულტაციას გავდივართ როგორც პოლონელ, ასევე ჩვენს დანარჩენ მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის დაიცვას NATO-ს მთელი ტერიტორია. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს.
Latest news from Poland is most concerning. We are consulting closely with Poland and other Allies. Estonia is ready to defend every inch of NATO territory. We’re in full solidarity with our close ally Poland ??
— Estonian MFA ?? | ? #StandWithUkraine (@MFAestonia) November 15, 2022
ცნობისთვის, ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.