“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის შეხვდეს სომეხ მოსახლეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ყარაბაღის რეგიონში ცხოვრობს. თუმცა ანტიტერორისტულ ღონისძიებას შევაჩერებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანონო სომხური შეიარაღებული შენაერთები გაშლიან თეთრ დროშებს და ჩაგვაბარებენ იარაღს”.
ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ ოფიციალურ საიტზე ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილი გამოთქვა.