“ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მათ ხელისუფლებაში დარჩენის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ისინი ატყუებენ არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ერთმანეთსაც. პრემიერმინისტრი ერთს ამბობს, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროგნოზები კი მეორეს. ქართული ოცნების პირობებში, ირაკლი კობახიძის მიერ 2028 წლისთვის საქართველოს მშპ-ს, ბიუჯეტისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ზეოპტიმისტური სცენარებით წარმოჩინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა 2025 წლის ბიუჯეტშიც კი ჩანს, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის, აშშ-სა და ყველა დასავლური სახელმწიფოს მხარდაჭერა განულებულია – კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სჯობს, ირაკლი კობახიძე ეკონომიკას შეეშვას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს.
ამგვარ არაფრისმომცემ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრო და მან 2028 წლის “ფანტასტიკურ” წინასწარმეტყველებებზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღო […] იმისთვის, რომ საქართველოში სიღარიბე რეალურად დაიძლიოს, უნდა მოხდეს სოციალური დაცვის სისტემის დეპოლიტიზება, მინიმალური ხელფასის დაწესება, უმუშევრობის დაზღვევა, პენსიისა და სოციალური შემწეობის რეალური ზრდა […] ამიტომ, წინასაარჩევნო დებატებზე ჩვენს წინადადებას გახსნილად ვტოვებთ და მზად ვართ, მათივე პარტიულ ტელევიზიებში, საზოგადოებას ქართული ოცნების მატყუარა სახე და ეკონომიკური წინსვლისთვის რეალური გზა ვაჩვენოთ”.
განცხადა ამის შესახებ, პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.