მზად ვართ პრინციპული გადაწყვეტილებისთვის, ვიტყვით უცხოელი პარტნიორების განცხადებების შემდეგ – ეს განცხადება ხატია დეკანოიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.დეკანოიძის თქმით, დოკუმენტის ანულირებით ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.
„ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად აღიარა, რომ ვერც პარტია, ვერც გენმდივანი ვერ უახლოვდებიან 43%იან ზღვარს და განწირულები არიან დამარცხებისთვის. ამიტომ ოცნებამ დაარღვია უტიფრად მოსახლეობის, პარტნიორების წინაშე დადებული პირობა და ანულირება მოახდინა შეთანხმების, არც ნიშნავს, რომ ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება არის საფრთხის ქვეშ. ენმ ამ შემთხვევაშ მზადაა ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ მათი განცხადებების შემდეგ. ამ მედიაციაში, ქართული ოცნების მიერ დადებულ პირობაში რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროკავშირი და ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა – ყველა, ვისაც სურს ჩვენს მოსახლეობასთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.