ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ.შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა.
„ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2, 5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინაციის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.