ფინეთი მზად არის რუსეთის თავდასხმისთვის და მას ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს. ამის შესახებ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უფროსმა გენერალმა, ტიმო კივინენმა განაცხადა.
“ჩვენ სისტემატურად განვავითარეთ ჩვენი სამხედრო თავდაცვა სწორედ ამ ტიპის ომისთვის, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, ცეცხლსასროლი ძალების, ჯავშანტექნიკის და ასევე საჰაერო ძალების მასიური გამოყენებით.უკრაინა რთული ასაღები აღმოჩნდა რუსეთისთვის და სწორედ ასეთი იქნებოდა ფინეთი”. – თქვა ფინეთის შეიარაღებული ძალების უფროსმა.