პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს – პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზად არის, რომ ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
“პარლამენტში გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას. ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზადყოფნა, ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული.
ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, გამართულ დიალოგზე, რომელსაც ბატონი დანიელსონი უწევდა მედიაციას, რომ მმართველი გუნდი, ქართული ოცნება პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს”, – განაცხადა თალაკვაძემ.