“ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს მზად ვარ დაგიჯდეთ და აგიხსნათ, რა დამართა ამ ქვეყნის მოქალაქეებს თქვენმა რეკომენდაციებმა”
ასე პასუხობს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს. ცერცვაძემ მისგან მოითხოვა, დაასახელოს მის მიერ დაშვებული ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა, ან ბოდიში მოუხადოს. მანამდე ჯაფარიძემ პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.