მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს გიორგი მარგველაშვილს.
“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.
ასევე, მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მან უწყებებს მიმართა, მიხეილ საააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცენ.