მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში – ზელენსკი

“მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.. პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, სასწრაფო დაზავება ცაში ” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

“მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ უკრაინა ესწრაფვის მშვიდობას.

არც ერთ ჩვენთაგანს არ სურს დაუსრულებელი ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, იმისთვის, რომ დავაჩქაროთ საიმედო მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მე ჩემს ჯგუფთან ერთად მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.

ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ სწრაფად, ომის დასასრულებლად და პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, ასევე, სასწრაფო დაზავება ცაში: რაკეტების, შორი მანძილების დრონების, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვების აკრძალვა – ასევე, დაუყოვნებელი დაზავება ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს იზამს. ჩვენ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდეგი ეტაპი აშშ-სთან ერთად და შევთანხმდეთ ძლიერ და საბოლოო შეთანხმებაზე.

ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც ამერიკამ გააკეთა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. და ჩვენ გვახსოვს ის გარდამტეხი მომენტი, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას გადასცა ჯაველინები. ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ.

ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. საწყენია, რომ ეს მოხდა. საჭიროა ყველაფერი სწორად ვქნათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალში თანამშრომლობა და ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული.

რაც შეეხება შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე, უკრაინა მზად არის მას ხელი მოაწეროს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სასურველ ფორმატში. ჩვენ ამ შეთანხმებას განვიხილავთ უსაფრთხოების განმტკიცებისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებისკენ გადადგმულ ნაბიჯად და იმედი გვაქვს, რომ იმუშავებს ეფექტიანად”. – წერს  ვოლოდიმირ ზელენსკი.