გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზად არის “ქართული ოცნება დააკაჩავოს”, თუმცა ამისთვის მის გვერდით “კაცები უნდა იდგნენ”.
“მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციის ოპოზიცია, მე ყველა ამორალური, მატყუარა და გადამდგები ადამიანის წინააღმდეგ ვარ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში. მე ქართული ოცნებასაც მზად ვარ დავაკაჩავო, მაგრამ ზურგი უნდა მქონდეს და ჩემს გვერდზე ოპოზიციაში უპრინციპო და უპოზიციო ჩმორები კი არ უნდა იდგნენ, კაცები უნდა იდგნენ”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
მანვე აღნიშნა, რომ არ იცის, ალეკო ელისაშვილის გუშინდელი საქციელის შემდეგ, მასთან ერთად როგორ უნდა მივიდეს ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან, ამიტომ შეხვედრებზე მარტო მივა.