“მე მზად ვარ ვისაუბრო პუტინთან. ოღონდ მხოლოდ მასთან. მისი შუამავლების გარეშე. დიალოგისა და არა ულტიმატუმების პირობებით.

დღეს დიალოგი შეუძლებელია რუსეთის ქმედებებზე მტკიცე პოზიციის გარეშე. ყველა ერთიანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაში, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებიან ევროპელი ლიდერები, აშშ, კანადა და ა.შ. ძლიერი არმიის გარეშე უკრაინა არ იქნება ძლიერი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც და ჩვენ გვჭირდება ეს ძალა.

გზა, როცა რუსეთთან ერთად ჭიქით ვიქნებით სუფრასთან, გავლილია, ეს შეუძლებელია. უნდა იყოს პრაგმატული დიალოგი და ამისთვის აუცილებელია რუსეთის სურვილი”

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.