მზად ვარ, ჩავანაცვლო მძევლები – გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა ჩენაცვლოს მძევლებს, რომელიც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში ყაჩაღებს ჰყავთ აყვანილი.

“თუ გამტაცებელი გვისმენს, მინდა მოვუწოდო და შევთავაზო: რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შეთვაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა. თუ გვისმენს გამტაცებელი, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი]”,– ამბობს უგულავა.

ამ წუთებში ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, აყვანილი ჰყავთ მძევლები. ადგილზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.