“ხომ არ ჯობია, რომ მოითხოვოთ ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან, ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე მან გამასამართლოს, როცა იქნება, 1-2 წელიწადში. მეტი როგორ დავამტკიცო, ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში. მე იმას კი არ გთხოვთ, რომ მე დამიცვათ, არამედ დაგმეთ წამება და უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ”
განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართო პროცესზე.