გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს – ან მონობა, ან ომი. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი. […] მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა, ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული და ამ კაცის ბუტკაში ვერ შეეტევა.
ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი ერთად, ასობით ათასი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად, მანამ სანამ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევნები.
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ, მაგრამ გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ბრძოლით, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვექნება. ვიქნებით მანამ, სანამ თქვენ არ აღიარებთ თქვენს დამარცხებას. არც ერთი სხვა შედეგი ამ არჩევნებზე არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. […]
თქვა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.