საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე – მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა. სამედიცინო დასკვნით, მას მარჯვენა თვალზე მხოლოდ 10%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0,04 (სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზე). თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით, რაც დოკუმენტურად დასტურდება, სამედიცინო ჩარევით მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო (მარჯვენა თვალზე 90%-მდე), ახლა აღარ!
ეს არის წამება და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობთ, “პოლიციელი”, “პროკურორი”, “მოსამართლე”, გადაწყვეტილების მიმღებები, პასუხს აგებთ საკუთარი თავით!

წერს ამის შესახებ, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.