ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესი 7 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე. მან ირაკლი დგებუაძის მოადგილესთან ერთად 12 იანვარს პირადად დააკავა მზია ამაღლობელი.
გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი შეადგინა.