დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო – როცესზე, ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლეს ახალი მტკიცებულებები წარუდგინეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოცულობითია, რის გამოც მათი შესწავლა დამატებით დროს საჭიროებს როგორც ბრალდებისთვის, ისე სასამართლოსთვის. ამიტომ სხდომა 31 მარტისთვის გადაიდო.
დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულებები პროკურორებსაც დღეს გადასცა.
„შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ სტალინური, საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის,” – თქვა დღეს, 18 მარტს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.