მზია ერთგვარი სიმბოლოა. ის იმეორებს, რომ სახაროვის ჯილდო არის ყველა ქართველისთვის, რომლებიც წელზე მეტია ევროპული მომავლისთვის ქუჩაში იბრძვიან. მზია ამაღლობელი გახდა სიმბოლო.

ორივე ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან, მინსკსა და თბილისს შორის არსებული დიდი მანძილის მიუხედავად, ერთ ბრძოლაში, მსგავსი რეჟიმების მიმართ. ეს რეჟიმები რუსეთის მარიონეტები არიან. უკრაინელები, ქართველები, ბელორუსებიც ერთ ბრძოლას იბრძვიან. ჩვენ დავინახეთ მოლდოველები, რომლებიც წინ აღუდგნენ დიდ ჰიბრიდულ შეტევებს. კრემლს სურდა დაეპყრო მოლდოვა ისე, როგორც საქართველო არის ახლა.

ლიეტუვაში მზიას უკვე ბევრი იცნობს, განსაკუთრებით მის სიტყვებს: “იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის.” ასე რომ ეს ბრძოლა ჩვენც გვეხება.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან საუბრისას.