“მზია ამაღლობელს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება” – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელი სრულ შიმშილობას აგრძელებს და მას დღეს ვივამედში დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.
“მზია ამაღლობელი აგრძელებს სრულ შიმშილობას და აქ რჩება დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ ის მოითხოვს, დააბრუნონ უკან ციხეში. თუ ჩატარდა ყველა გამოკვლევა, მისი პოზიციაა, რომ ის აქ აღარ უნდა დატოვონ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და აქ არაა მხოლოდ მისი სურვილი აქ გადამწყვეტია სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. როგორც მას უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები და გადაწყვეტენ, მას აქ დატოვებენ თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება”- თქვა ქურდოვანიძემ.