„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და მისი საქმე გადაიხედოს. განცხადების ავტორების თქმით, შეშფოთებულები არიან, რომ აქციის მონაწილეების მიმართ სისტემურ ძალადობის შემდეგ, არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
„მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.
ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს”.
ხელმომწერები:
ავსტრიის;
ჩეხეთის;
დანიის;
ესტონეთის;
საფრანგეთის;
გერმანიის;
ლატვიის;
ლიეტუვას;
ნიდერლანდების;
ნორვეგიის;
შვედეთის;
შვეიცარიის;
გაერთიანებული სამეფოს;
უკრაინის საელჩოები.