“ჩვენ თუ სანქციებს არ ვუერთდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ბელარუსის ტერიტორიიდან ესვრიან რაკეტებს და უკრაინა თვლის, რომ ბელარუსი არის ჩართული მასთან ომში, წარმოიდგინეთ, ჩვენს პორტებში რომ შემოვიდეს რუსული გემები, იდი ნა*უის ეტყვის ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი, ვინც დაელაპარაკებ ამ გემს თუ არ ეტყვის?
შესაბამისად, მე მგონია, რომ რაღაც კონკრეტული საკითხები, რომელიც ეკონომიკას, რკინიგზის გადაკეტვას კი არ უკავშირდება სამტრედიიდან რუსეთისთვის, არამედ ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ სანქციებს, რომელიც ჩვენ არ გამოგვაჩენს განსხვავებული პოზიციის მქონე საზოგადობად. ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, არ შეიძლება, ჩვენ გამოვჩნდეთ როგორც ბელარუსი. არ წარმომიდგენია, მოლდოვა და საქართველო დღეს არ იყოს, ფაქტობრივად, სინქრონიზირებულ პოზიციაზე ევროკავშირთან, უკრაინასთან.
დღეს ხომ ვხედავთ, რომ დასავლეთის ეს დამოკიდებულება, რომ ეს [უკრაიანა] დასავლეთი არ არის, მათ კორუფცია აქვთ ქვეყანაში, აღმოჩნდა რომ უკრაინა ყველაზე დასავლური ქვეყანააა. დასავლეთს იცავს დღეს უკრაინა. ჩვენ თუ სწორ პოლიტიკურ პოზიციონირებას გავაკეთებთ, შეიძლება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მივიღოთ ყველანაირი [სარგებელი]. ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ვიცოდეთ, რუსებმა რომ ტანკები გადაქოქონ, ჩვენ რას ვაკეთებთ და ეს მკაფიო პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული”
თქვა პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.