ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის მისაღწევადაც საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. თავიდან არავის სურდა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საკითხი სერიოზულად განეხილათ, ძალიან რთული პროცესი გავიარეთ ამის დასამტკიცებლად. პრეზიდენტი ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებას უთმობდა. იყენებდა ყველა პლატფორმას და ყველგან დეპორტირებულ ბავშვებზე საუბრობდა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ ორდერის გაცემა მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ ეს შევძელით, იურიდიულ კონტექსტში ყველამ ყველაფერი ნათლად დაინახა. ახლა მთავარია, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა. პუტინის საქმის კვალიფიკაცია ომის დანაშაულს და ბავშვების მოპარვას უკავშირდება. ეს არის გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. მსოფლიომ და რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანამ გაიგო რომ პუტინთან საქმის დაჭერა არ შეიძლება.

თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჰააგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.