სიღარიბის შემცირებაზე, პირველ რიგში, გავლენას ეკონომიკური ზრდა ახდენს. ჩვენ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება შარშანაც შევძელით. შარშანდელი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო და ბუნებრივია, ასეთ პირობებში სიღარიბე მცირდება […]
ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება – ვფიქრობთ, ამისთვის რამდენიმე წელი დაგვჭირდება, იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს.















