საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთვის ახალი შენობის ასაშენებლად ან შესაძენად მთავრობა 40 მლნ ლარამდე თანხას გამოუყოფს.
მისი თქმით, ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციოირებს.
“ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. სამინისტროს ერთად ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა. დღეს ეს არის აქტუალური ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. კლინიკური ჯგუფი, რომელიც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა იყო უკიდურესად ეფექტური და ეს ჯგუფი სხვათა შორის, არა მარტი საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს.
ეპიდემიის გავრცელების და რისკების გავრცელების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გახარიამ.