ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ვიზიტზე უარის საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვიას 50 ათასი დოზა ასტრაზენეკას ჩუქებაზე უარი უთხრა.
“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე, სწორედ 5 ივლისის მოვლენების ფონზე და იმის ფონზე, რომ მთავრობა ღია ალიანსში შევიდა რუსეთთან დაკავშირებულ ექსტრემისტებთან, რომლებმაც 5 ივლისს მოაწყვეს მასობრივი, ორგანიზებული ძალადობა, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე, კერძოდ, საუბარია 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე”, – განაცხადა კანდელაკმა.
მისივე შეფასებით, ეს ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია, რომელმაც ვითარების გაურესებაში წვლილი შეიტანა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალტიის ქვეყნებმა 5 ივლისის მოვლენების გამო ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.