“როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე იქნეს გამოძახებული საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, ხოლო ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი საერთაშორისო დონეზე”
განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზური სოფლის, “აიბღას” ანექსია მოახდინა და ის თავის ნაწილად გაიფორმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.