საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე საქმისწარმოება შეწყდა. ამის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია საუბარი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობამ 2022 წლის 10 ივნისს მიმართა – საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი განსახილველად 24 ივნისის მიიღო.მთავრობა ითხოვდა განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მთავრობა აცხადებდა, რომ გასული ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.