“ქართულმა ოცნებამ” საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. განკარგულებას ხელი, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 15 მარტს მოაწერა ხელი. ამ განკარგულებით ირკვევა, რომ მთავრობა 50 დაწესებულებას ეხმარება.
“დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით პროგრამის – “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება” – ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 0000.00 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით”, – წერია განკარგულებაში.