მთავრობამ შემოუშვა, ხალხმა გაუშვა – ხოშტარია პოზნერზე

“მთავრობამ შემოუშვა, ხალხმა გაუშვა”,– ასე ეხმიანება პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პოზნერს მოსკოვში გაფრენას.

რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა ქვეყნის დატოვება მწვავე პროტესტის გამო მოუწიათ.

მოსკოვში მათი ჩარტერული რეისი დღეს, 06:00 საათზე გაფრინდა.