“ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი თავის მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც ფაქტიურად კონფრონტაციაში არიან, პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ეს უფრო დიდ საშიშროებას გვიქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს. მგონი, ამაზეც არის გათვლილი სწორედ ეს პროვოკაცია, იმიტომ, რომ ეს არის, შემიძლია დავარქვა დაშინების პოლიტიკის ნაწილი რუსეთის…

ეს არის იმ მებრძოლთა ნაწილი, ვისი გვარების გარკვევაც შეძლეს საქართველოს მთავრობასთან კოლაბორაციაში. სულ სხვადასხვა დანაყოფებიდან არიან ბიჭები, ქართული ლეგიონის დანაყოფებიდან, ესენი არ არიან ერთი დანაყოფის წევრები. უბრალოდ, ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, სწორედ ის ინფორმაცია არის გადაცემული”,

ამის შესახებ, ქართული ლეგიონის მეთაური  მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რითიც რუსული პროპაგანდისტული მედიის, TASS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.