მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ, პარლამენტში, უკვე ინიცირებულია პროექტი. ცვლილება მხოლოდ ვადის კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას ეხება და როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, ვადის გახანგრძლივების შესახებ პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.
კანონპროექტის თანახმად, თანახმად, მთავრობას პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ გაუგრძელდება.