„კოვიდპასპორტების შემოღება და ცალკეული ჯგუფების სავალდებულო აცრა მიმაჩნია აუცილებლად – პედაგოგები, ექიმები, ძალოვნები, ორსულები თუ სხვა, რაც უკვე გააკეთეს თითქმის ყველა ევროპულმა და ამერიკულმა ქვეყანამ. კითხვა იყო, აქამდე რატომ არ მიიღო სახელმწიფომ…. არ არის ეს საქართველოში იოლი მისაღები, რადგან ნახეთ იტალიაში რა იყო? დიდი გამოსვლები და მიტინგები იყო, სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგი იყო. ამ პოლარიზებულ და პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! ამიტომ ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ დადგა ახლა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის”
თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.