მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ბიუჯეტიდან მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.

“ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ/შეეძინებათ შვილი საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხების სუბსიდირებით და ამით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივის უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლის პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება”,– თქვა ღარიბაშვილმა.

ამ წუთებში პრემიერს პარლამენტში უსმენენ.