მთავრობა მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ

მთავრობა აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომელიც მოქალაქეს შეატყობინებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლოს იმყოფება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მსგავსი აპლიკაცია არაერთ ქვეყანაში დაინერგა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მოქალაქეებს შესაბამის გაფრთხილებას აძლევს.

,,რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც,” – ამბობს გაბუნია.

ცნობისთვის, სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსავსი აპლიკაცია დანერგა და ვირუსთან ბრძოლის პროცესში მას ეფექტიანად იყენებს. მისი დახმარებით ქვეყანამ გარკვეულწილად კორონავირუსის გავრცელების შენელება შეძლო.