საქართველოს მთავრობის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდა. საუბარია კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო სამედიცინო ეკიპირებაზე: სამედიცინო ნიღბებზე, ფარებზე, ხელთათმანებსა და სხვა პროდუქციაზე.
ეკაკატერინე ტიკარაძისა და ივანე მაჭავარიანის ბრძანებით დღგ-სგან თავისუფლდება:
ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;
ბ) 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან;
გ) 3926 90 980 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები;
დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი;
ე) 6210 10 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული კომბინიზონები საიზოლაციო, ქირურგიული ხალათები, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები;
ვ) 6307 90 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამ შრიანი პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;
ზ) 6505 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ქირურგიული ქუდები;
თ) 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები პლასტმასის;
ი) 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო,”- წერია დოკუმენტში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 23 გამოჯანმრთელდა.