ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.
„ვინაიდან ეს არაა ინდუსტრია, რომელიც თებერვალში იხსნება, ჯერჯერობით არ გვაქვს ეს გეგმაში, მაგრამ სამაგიეროდ მათ ავსახავთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და დავეხმარებით მათ შორის, სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.