მთავრობა წინასაარჩევნოდ 198 დევნილ ოჯახს მიწებს გადასცემს

მთავრობის განკარგულებით, წინასაარჩევნოდ 198 დევნილ პირს ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ეს მიწები მდებარეობს გორის და ქარელის სოფლებში, სადაც დევნილი მოსახლეობა არის ჩასახლებული.

მისივე მტკიცებით, ეს წინაასარჩევნოდ ადამიანების მოსყიდვა არ არის, რადგან ხელისუფლება ამას სისტემატურად აკეთებს და “არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა”.