გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელად კახა ქემოკლიძე წარადგინა. გახარიას თქმით, ის ღირსეული საჯარო მოხელეა და მას საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გაუძღვეს.
„დღეს, ასევე მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი კახა ქემოკლიძე. კახა ჩვენს გუნდში უკვე წლებია მუშაობს, ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და ემსახურება გუნდს, მას აქვს საკმაოდ დიდი გამცოდილება ქვეყნის მსახურებაში, ბოლო პერიოდში კახა გახლავთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, ის იღებდა ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორიცაა, ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნათია მეზვრიშვილმა პოსტი დატოვა.