მთავრობის ადმინისტრაცია სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის მოადგილემაც დატოვა

მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო მდინარაძემ დატოვა.

მისი თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პრემიერმინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პოსტები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ.