მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

“დღეს უკრაინა რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც საფუძვლად რუსეთის იმპერიალისტური სურვილი უდევს – არ დაუშვას თავისი მეზობლების დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ და საქართველომ სამუდამოდ თქვან უარი ნატოში ინტეგრაციაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი სახელმწიფოს განუყოფელ ბედს.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მომავალი ათწუეულების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ბედს, საქართველოს ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს, რუსეთს აგრესორად არ აღიარებს და როგორც ირაკლი კობახიძისგან გავიგეთ, „ამ ეტაპზე“ საჭიროდაც არ მიიჩნევს, კიევში ჩავიდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინელ ერს.

თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინა დამარცხდება, რუსეთი აუცილებლად ეცდება საქართველოს ბოლომდე დამორჩლებას. უკრაინელებს, რომლებიც აფხაზეთის ომში საქართველოსთვის იბრძოდნენ, ესმოდათ, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა. ასევე ქართველებს, რომლებიც დონბასში ომობენ, ესმით, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც. დღეს ჩვენი სიჩუმე დანაშაულია, მეტიც ჩვენი ხელისუფლების სიჩუმე რუსეთთან თამანონაწილეობის ტოლფასია.”- ნათქვამია, “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში”