“ეს კონფერენცია საინტერესო დროს ტარდება – საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში გარკვეული შედეგების მიღწევის მიზნით, ხოლო მთავრობა და პარლამენტი, რომელსაც ქართული ოცნება აკონტროლებს, როგორც ჩანს, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ცდილობს.
მივიჩნევ, რომ ეს შეცდომაა, ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას და ეს არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას, რაც მისი სტატუსის წინ წაწევისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას უნდა გულისხმობდეს.
ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის ჭკვიანური რამ, მე ვსაუბრობ აშშ-ის გამოცდილებიდან გამომდინარე – იმპიჩმენტის პროცედურა არ არის საკითხი, რომელიც უნდა განხორციელდეს დაუფიქრებლად და ვფიქრობ, ეს არ დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში”,
ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.