ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და სიტუაციის არევაში აშშ-სა და ევროკავშირს დასდო ბრალი.
“მთელი არეულობის უკან ისინი იდგნენ. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. ახლა როგორც დავინახეთ, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს გამოყენებას ცდილობდა. მათ სურთ ბალტიისა და შავი ზღვების კორიდორის შექმნა, ე.წ სანიტარული კორდონის მოწყობა – ბალტიის სამი ქვეყნის, ჩვენი და უკრაინის გამოყენებით. გეგმის შესრულებას მხოლოდ ჩვენ ვაკლდით“, – განუცხადა ლუკაშენკომ აგროკომბინატ “დერჟინსკიში” შეკრებილებს.
ლუკაშენკშო ვარშავაში არსებულ ბაზაზე საუბრობს, რომლიდანაც, მისი მტკიცებით, ბელარუსს დაძაბულობისა და დაპირისპირების პიკში სამხედრო საფრთხე ემუქრება.
“ყველაფერს აშშ გეგმავს და აკეთებს, ევროპელები კი მათ არიან აყოლილები – აკეთებენ იმას, რასაც ჩასძახებენ. ვარშავასთან ახლოს სპეციალური ცენტრიც კი დააფუძნეს. სრულიად შესწავლილი გვაქვს იქ რასაც აკეთებენ. მათი ტანკები მზადყოფნაში არიან. განა შემთხვევითია, როდესაც ახლომახლო სიტუაცია იძაბება, მათი ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები მაშინვე მოქმედებას იწყებენ”, – ამბობს ლუკაშენკო.
9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნებში ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ ცნო. ლუკაშენკოს დასავლური სამყარო სანქციებით ემუქრება. ხელისუფლება დემონსტრანტების დაშლას ძალადობითა და რეპრესიებით ცდილობს. დემონსტრაციებზე მიტანილი იერიშის შედეგად, ამ დროისთვის 4 ადამიანია დაღუპული, ათასობით ადამიანი კი საპატიმროში იმყოფება.