მთელი დღეა ათასობით თანადგომისა და მადლობის მესიჯები მომდის – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“მთელი დღეა ათასობით თანადგომისა და მადლობის სიჯები მომდის”  – დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არაერთმა სასულიერო პირმა დაუჭირა მხარი ღიად მაგრამ უფრო მეტმა მხარდაჭერა, საეკლესიო რეპრესიების გამო, პირად შეტყობინებებში გამოუცხადა.

“მთელი დღეა ათასობით თანადგომისა და მადლობის პოსტები, კომენტარები და მესიჯები მომდის, რისთვისად უდიდეს მადლიერებას გიცხადებთ ყოველ თქვენგას, ვცდილობ ყველას გავეცნო და უპასუხოდ არ დამრჩეს და ვევედრები უფალს მოგცეთ სიკეთე და სიხარული, რათა მტკიცედ ვიდგეთ სიმართლის გზაზე ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის გადარჩენისა და განწმედისათვის, პროგრესისა და სინათლისათვის, რაც არის სწორედ ჭეშმარიტი დიდება ღვთისა და პატივისცემა მისი შესაქმისადმი. თქვენი ხმა და ძალა ამოწმებს, რომ საზოგადოების ჯანსაღი და სიმართლისმოყვარე მხარე ძლიერია და ფხიზელი, რაც იქნება ჩვენი ერის და ეკლესიის ნათელი მომავლის საწინდარი! განსაკუთრებული მადლობა ღირს და პატიოსან სულიერ მამებს, ვინც ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა და უფრო მეტმა კი პირადში მომწერა, ისევ და ისევ საეკლესიო რეპრესიების გამო, რაც სავსებით მესმის და ვუგებ. მჯერა საბჭოური ხანას ქართულ ეკლესიაში დაასრულებს შეგნებული ქართველი ერი და საბოლოოდ თავს დავაღწევს ამ სულიერ ვაკხანალიას და ანარქიას, რაც დათესა ეკლესიაში და ერში რუსულმა იმპერიულმა აგენტურამ მრავალი წლის მანძილზე და დღეს ვიმკით ამ მწარე ნაყოფს! დიდება მღვდელმთავართა მიერ დევნილ და ჯვარცმულ იესო ქრისტეს, რომელიც ამბობს: “მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიან”!” – წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდის 11 თებერვლის განჩინებაში ნათქვამია, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძე მედიით საქართველოს ეკლესიის იერარქებზე ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს