მთელი მსოფლიო უყურებს, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები – სენატორი შაჰინი

მთელი მსოფლიო უყურებს, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები – ასე აფასებს, სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი “ამერიკის ხმასთან” საქართველოში 2 ოტომბრის არჩევნებს. ჯინ შაჰინი და ამავე ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში პოლიტიკურ მოთამაშეებს მშვიდ გარემოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

“ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე ევროპის ქვეკომიტეტის წამყვან რესპუბლიკელ წევრთან ერთად გესაუბრებით. რადგან ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა. როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება.”- განაცხადა სენატორმა.