მთვრალმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს ქალი, მოკლეს მისი ქმარი და დაწვეს სახლი – პოლიცია

კიევის რეგიონის პოლიციის განცხადებით, ბოგდანოვკაში მთვრალმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს ქალი, მოკლეს მისი ქმარი, შემდეგ კი მათი სახლი დაწვეს.

“რუსი სამხედროების საშინელი დანაშაულები ბოგდანოვკაში. სოფლის წმენდისას კიევის რეგიონის პოლიციამ იპოვა 34 წლის მსხვერპლის დამწვარი სახლი და მისი მეუღლის ცხედარი, რომელიც დამპყრობლებმა დახვრიტეს”,– აცხადებს პოლიცია.

მათივე ცნობით, ქალმა მოახერხა დამპყრობლებისგან თავის დაღწევა და ამჟამად ის უკრაინის დასავლეთში ცხოვრობს.